ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დაარსდა 2005 წელს. სკოლაში ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლა (I-VI კლასები), საბაზო სკოლა (VII-IX კლასები) და საშუალო სკოლა (X-XII კლასები). სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს პირველი კლასიდან უცხო ენების შესწავლას. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით ჩაირიცხნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და უმრავლესობამ მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება. 2016 წელს გვყავდა ორი მედალოსანი: წიქარიშვილი სანდრო - ოქრო, მეტრეველი მერაბი - ვერცხლი. ყველა კურსდამთავრებულმა სწავლა გააგრძელა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა სასწავლო პროცესში იყენებს მრავალფეროვან სასწავლო მასალებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას. სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსებულია შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის მრავალფეროვანი კოლექცია. ბიბლიოთეკის რესურსები ასევე მოიცავს სასწავლო მასალას, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მათემატიკის, ენების, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პროცესში. ბიბლიოთეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, რომლებიც ჩართულია ინტერნეტში.

 

მასწავლებლები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობს 25 მასწავლებელი. სკოლაში მუშაობს სამი თაობის მასწავლებელი. აკადემიური პერსონალი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით და სწავლების ხანგრძლივი გამოცდილებით. გვყავს 11 სერტიფიცირებული მასწავლებელი.