ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმნათლებლო სკოლა აცხადებს მზადყოფნას მიიღოს ინკლუზიური მოსწავლეები

საამისოდ სკოლაში არის შექმნილი შემდეგი პირობები:

1.      სკოლას აქვს პანდუსი;

2.      აქვს სათანადო სიგანის შესასვლელი კარი;

3.      საკლასო ოთახებში შეიძლება ეტლის შეყვანა;

4.      დერეფანში შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება.

5.      ინტერნეტით სარგებლობის საშუალება;

6.      სკოლა გამოყოფს პედაგოგს, რომელიც უშუალოდ მიეხმარება მათ გაკვეთილზე ძირითად პედაგოგთან ერთად.

7.      მორიგე მასწავლებლები, რომლებიც მიადევნებენ თვალყურს შესვენებაზე მათ უსაფრთხო გადაადგილებას.

8.      ისინი ჩართულნი იქნებიან   ჭადრაკში.

სკოლაში ამოქმედდება ყველა ის ადამიანური რესურსი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ინტეგრირებულ მოსწავლეებს, იგრძნონ თავი სრულფასოვან ადამიანებად.    სკოლის სივრცეში კედლებზე განთავსებულია სპეციალური ნიშნულები, რომელიც დაეხმარება  მათ შენობაში ორიენტირებისათვის. ნიშნულები ხელს შეუწყობს მოსწავლეს იოლად იპოვოს  ტუალეტი, ბიბლიოთეკა. ნიშნულები განთავსებულია ისეთ სიმაღლეზე, რომ არ იყოს მისი აღქმა რთული.   სასკოლო სივრცის ადაპტაციისათვის წინასწარ მოხდება მოსწავლისათვის საკლასო სივრცის მორგება. დასაჯდომი ადგილის შერჩევის პარალელურად შეირჩევა მოსწავლის მერხი, რაც უზრუნველყოფს ჯდომის სწორ პოზას და გაუიოლებს მას საგაკვეთილო აქტივობების განხორციელებას.