პირველ კლასში მიიღებიან მოსწავლეები, რომელთაც შეუსრულდათ 6 წელი. მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

1. მშობლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე

2. დაბადების მოწმობის დედანი

3. მშობლის და/ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

4. ორი ფოტოსურათი 3X4

5. სკოლის და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება

 

2016-2017 სასწავლო წლიდან სწავლის წლიური საფასური შეადგენს:

I-IV კლასების ჩათვლით 650 ლარს.

V-XII კლასების ჩათვლით 1080 ლარს.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის ერთიანად, წელიწადში ორჯერ ან ყოველთვიურად მშობლისთვის მოსახერხებელი წესით. სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს წინსწრებით.

    შეღავათებით ისარგებლებს მოსწავლეთა შემდეგი კატეგორია:

1. ობლები

2. სოციალურად დაუცველები

3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი

4. დედმამიშვილები

 

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში განისაზღვრება 12 მოსწავლით +/-2 მოსწავლით.