2016-2017 სასწავლო წლის გამოსაშვები

გამოცდები 21 მაისს დაიწყება!

საატესტატო გამოცდები

საატესტატო გამოცდები .. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. ასეთი ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში ტარდება.

ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებშია, თითოეულ საგანს ერთი დღე აქვს დათმობილი და მას ყველა მეთორმეტეკლასელი ამავე დღეს, რამდენიმე სესიის განმავლობაში აბარებს. პროგრამა მოსწავლის ცოდნას ინდივიდუალურად აფასებს, შეფასება შეიძლება მოხდეს 15 წუთში, ან მეტ დროში.

2017 წლის გამოცდების განრიგი ასეთია:

21 მაისიქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა

22 მაისიუცხოური ენა

23 მაისიისტორია

24 მაისიმათემატიკა

     წ !